გამოგვიწერეთ

ნაკრები

რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩამდე

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალ ციკლს ხვალ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს.

მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ:

“ძალიან დიდი ინტერესით ველოდები ხვალინდელ მატჩს და მთლიანად იმ პროცესს, თუ როგორ წარმოაჩენს ახალი თაობა საკუთარ თავს, როგორ მიიღებს იმ მენტალიტეტს, რომელიც მანამდე იყო ახალგაზრდულ ნაკრებში. ეს ჩვენი პირველი შეკრებაა, რომელიც მთლიანად გაცნობითი ხასიათის იყო. ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეკრება გამოვიდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვინდოდა იმ მოკლე დროში, რომელიც მატჩამდე გვქონდა. 

რეალურად, ეს ჩვენი პირველი თამაშია ახალი გუნდით. ტაქტიკურად ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ბევრი ვივარჯიშეთ, მაგრამ სხვაა მენტალური მდგომარეობა, რომელშიც ხვალ ჩვენი ფეხბურთელები იქნებიან. მოგეხსენებათ, თითქმის მთლიანად შეიცვალა შემადგენლობა, მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც დრო სჭირდება. პირველ რიგში იმისთვის, რომ მოერგონ გუნდის ხასიათს და მენტალობას, რომელსაც დიდი ხანია ვაშენებთ.

ჩრდილოეთ ირლანდია მებრძოლი ნაკრებია, არ არის უმაღლესი დონის გუნდი, საშუალო კლასის ნაკრებია, თუმცა აქვთ თავისი ძლიერი მხარეები, მაგალითად, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. გარდა ამისა, მათ უკვე ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრეს ერთად და წესით, შეთამაშების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. არავინ არაფერს დაგვითმობს, მინდორზე ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ ყველაფერი”, – განაცხადა მან.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები