გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი ტორონტოს დატოვებასთან ახლოს არის

გააზიარეთ

ცნობილი ინსაიდერის, მაკლ სკოტოს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ტორონტო რეპტორსის დატოვებასთან ახლოს არის. ინსაიდერი თვლის, რომ კანადური მხარე ჩვენებურს გაუმჯობესებულ კონტრაქტს ვერ შესთავაზებს, მამუკელაშვილიც კლუბს შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მაიკლ სკოტო:

„ტორონტოს ცენტრ სანდრო მამუკელაშვილს გამორჩეული სეზონი ჰქონდა, რაც მის კარიერაზე იმოქმედებს. 27 წლის კალათბურთელი უარს იტყვის რეპტორსის შეთავაზებაზე, რაც 2.80 მილიონზე მეტი ვერ იქნება და შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაცილებით ბევრად სარფიან შეთავაზებას მიიღებს. გასულ სეზონში სანდრომ 80 მატჩი ითამაშა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებლები დააფიქსირა: 21.9 წუთი, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, თამაშიდან ჩაგდებული სროლები 52.3%. გასაკვირი არა, რომ ამ ფონზე ის უკეთესი შეთავაზებების მოლოდინშია.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მამუკელაშვილი სამქულიანებს 38.3%-იანი სიზუსტით ისროდა, რამაც მისი ფასი სკაუტებსა და მენეჯერებს შორის საკმაოდ ასწია. სწორედ ამიტომ გაჩნდა აზრი, რომ მამუ შეთავაზებებს იმ გუნდებისგან მიიღებს, რომელთაც სახელფასო ჭერის პრობლემა არ აქვთ. შესაბამისად, ტორონტოს, რომელსაც ამ მხრივ გასაქანი არ რჩება, მამუკელაშვილისთვის შენარჩუნება გაუჭირდება“.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმედია, მამუკელაშვილს კარგი ვარიანტები გამოუჩნდება და ახალ გუნდში სათამაშო დროც ბლომად  ექნება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი