გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარკანენი – ჩემთვის ბითაძის და შენგელიას საქციელი გასაგებია

გააზიარეთ

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებმა საქართველოს 93:79 მოუგო და საუკეთესო ოთხეულში ისტორიაში პირველად მოხვდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფინელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი ლაური მარკანენი გახლდათ, რომელმაც ჩვენ გუნდს არაერთი თავსატეხი გაუჩინა.

აი, რა განაცხადა ლაური მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ:

„დიდ შესვენებაზე საგრძნობი უპირატესობით გავედით, თუმცა ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები არ დანებდებოდა. ასეც მოხდა და მეტოქემ თამაშში თითქოს გარდატეხაც შეიტანა, როდესაც ანგარიში ექვს ქულამდე შეამცირა. ეს მატჩში ჩვენთვის ყველაზე რთული მომენტი იყო, მაგრამ საბედნიეროდ დამშვიდება შევძელით და საქმეც ბოლომდე მივიყვანეთ.

ეს გამარჯვება არა რომელიმე კონკრეტული კალათბურთელის, არამედ მთელი გუნდის ერთობლივი მიღწევაა. ჩვენი გულშემატკივრებიც არაჩვეულებრივად გვქომაგობდნენ და ამისთვის მათ დიდი მადლობა.

რაც შეეხება ბითაძის და შენგელიას გაძევებას, მე მათი საქციელი არ გამკვირვებია. ასეც ხდება, როდესაც შენი ქვეყნის ღირსებას იცავ. ხანდახან ემოციებს ვერ თოკავ. ასე რომ ჩემთვის მათი ქმედება სავსებით გასაგები იყო“ – აღნიშნა ლაური მარკანენმა.

შეგახსენებთ, ფინეთის ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალში გერმანიას 12 სექტემბერს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი