
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაიწყო და იურმალაში პირველი ვარჯიშიც გამართა. პროცესში ყველა იმ კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა, ვინც ამ დროისთვის იმყოფება.
ამ ეტაპზე კი, ნაკრებში 15 კალათბურთელია. იურმალაში ჩასულ მოთამაშეებს ჩვენი გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი, მარკიზ რიდიც შეუერთდა. მის გარდა, სავარჯიშო პროცესში რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ალავიძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი და გოგა ბითაძე მონაწილეობდნენ. უახლოეს დღეებში გუნდი კიდევ ორ კალათბურთელს ელის – თორნიკე შენგელიასა და სანდრო მამუკელაშვილს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, პირველი ვარჯიში ორი სეგმენტისგან შედგებოდა: პირველი ბლოკი ფიზმომზადებას დაეთმო – კალათბურთელებმა ვარჯიშის დასაწყისში გასახურებლად სიმძიმეებითა და დარბაზშივე არსებული ტრენაჟორებით ისარგებლეს.
შემდეგ დაიწყო საკალათბურთო ბლოკი, რომელიც კომბინირებული დავალებებისგან შედგებოდა. ბიჭებმა მრავალი სახის, ძირითადად ტაქტიკურ-კომბინაციურ კომპონენტებში ივარჯიშეს, რაც, ტრადიციისამებრ, პერიმეტრიდან და სხვადასხვა პოზიციიდან სროლებით დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ხვალაც იმავე დარბაზში ივარჯიშებს, ზეგ კი უკვე პირველი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. ჩვენი გუნდი ლატვიაში შეკრებაზე მყოფ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს, ანგოლის ნაკრებს ეთამაშება. მატჩი იურმალას გიმნაზიის დარბაზში, დახურული ფორმატით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ლატვიაში 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დასკვნითი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი შეხვედრა ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (რომელიც რიგაში გაიმართება) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, ამ შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ დაგროვილი ქულები გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ ექვსი მატჩი ელით. სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა ჩვენი კალათბურთელები მსოფლიო პირველობის საგზურს.
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 8 საათის agoიბერიამ კოპენჰაგენთან ხარისხიანად წააგო
გააზიარეთკოპენჰაგენი-იბერია 2:1 1:0 ელიუნუსი (19პ); 2:0 კარისო (23); 2:1 ძაგანია (30) თბილისის იბერიამ კონფერენს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ხელბურთი
/ 9 საათის agoხელბურთელთა ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა
გააზიარეთსაქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით გახსნა. ჩვენს უმთავრეს გუნდს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
წყალბურთი
/ 15 საათის agoაპოლოს პირველი გამარჯვება ევროთასზე
გააზიარეთწყალბურთელთა ევროთასზე თბილისის აპოლომ ბერძნულ აპოლონს უმასპინძლა და 21:20 დაამარცხა. ეს იყო ჯგუფის მეორე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი