გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

რამაზ სვანაძე: ფეხბურთში გადამწყვეტი დეტალებია

გააზიარეთ

UEFA-ს ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში, უნგრეთს ესტუმრება. მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია ისაუბრა.

რამაზ სვანაძე:

„ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იცვლება, მ ოედნიდან გულდაწყვეტილი გადის, ეს ნორმალურია და მიქაუტაძის შემთხვევაშიც ასე იყო. არც სასაუბრო იყო არაფერი, ეს იყო ფეხბურთის ნაწილი, ჟორჟი, ისევე, როგორც მთელი გუნდი, ძალიან კარგ ფორმაშია, ველოდებით თამაშს. ვიცი, რომ კითხვები ეგოიანზეც იყო. არის საკითხები, რომლებზეც ღიად არ ვსაუბრობთ, მცირე პრობლემები, პატარ-პატარა მიკრო ტრავმები. ჩვენ ყველა ფეხბურთელს ვუფრთხილდებით. ოთხი მატჩი გვაქვს სათამაშო და მოედანზე გასასვლელად ნებისმიერი მათგანი მზად უნდა იყოს, გუნდს მაშინ დაეხმაროს, როდესაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ…

როტაცია ყოველთვის საჭიროა, მაგრამ არის ფაქტორები, რაც ღიად არ ჩანს. შემადგენლობა დამოკიდებული იქნება ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობასა და მეტოქეზე. ჩემი ამოსავალი წერტილი შემადგენლობის შერჩევაზე, ყოველთვის ეს არის…

უნგრეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თანაც შინ თამაშობს. როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის, ხვალინდელი გამარჯვება ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლონ. თუმცა, ჩვენი გეგმები გვაქვს, ვეცდებით, რომ მზად ვიყოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ…

საკმაოდ თანაბარი ჯგუფია, ამ ყველაფერზე თუნდაც მშრალი ციფრები მეტყველებს, ის შედეგები, რაც არის, სატურნირო მდგომარეობა. ნებისმიერი ტური გადამწყვეტია და ყველა დეტალი გადამწყვეტია. ეს დეტალები განსაზღვრავს სიტუაციას“.

უნგრეთი-საქართველოს მატჩი 2 ოქტობერს, 22:45 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები