გამოგვიწერეთ

ნაკრები

მეზობლებმა ადგილი შეგვირჩიეს

გააზიარეთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი რამდენიმე ჯგუფში უკვე კი დაიწყო, თუმცა სრული სიმძლავრით ის სტარტს სექტემბრიდან აიღებს.

სწორედ შემოდგომაზე ჩაერთვებიან საკვალიფიკაციო ფერხულში ჯვაროსნები და E ჯგუფში ურთიერთობის გარკვევა კარგად ნაცნობ ესპანეთის, ბულგარეთის და თურქეთის ნაკრებებთან მოუწევთ.

თურქეთთან რომ ქართველ ფეხბურთელებს ძველი ანგარიშები აქვთ გასასწორებელი არახალი ამბავია. შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლის შეგირდებმა მათთან დასანანი მარცხი იწვნიეს და ესეც რომ არ იყოს მეზობლებთან ჯახი ჩვენთვის ყოველთვის პრინციპულ მნიშვნელობას ატარებდა.

შესარჩევ ციკლს 4 სექტემბერს თბილისში სწორედ თურქებთან დაპირისპირებით გავხსნით, ხოლო 14 ოქტომბერს უკვე სტუმრად მოგვიწევს ვინჩენცო მონტელას გუნდთან პაექრობა.

ცხადია, გულშემატკივარს აინტერესებს თუ სად უმასპინძლებენ თურქები საქართველოს გუნდს. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პორტალის ინფორმაციით მატჩი ქოჯაელის რეგიონში, ქალაქ იზმითში გაიმართება. ქოჯაელის სტადიონი 2018 წელს გაიხსნა და მისი ტევადობა 35 ათასამდე შეადგენს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები