გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

პრემიერლიგის გუნდები ჩაკვეტაძით ინტერესდებიან

გააზიარეთ

25 წლის გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უოტფორდს დაემშვიდობოს. ინგლისური მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უოტფორდის ნახევარმცველის მიმართ ინტერესი რამდენიმე კლუბს აქვს.

ჩაკვეტაძით პრემიერლიგის წარმომადგენლები – ბარნლი და სანდერლენდი არიან დაინტერესებული, მათ გარდა ინტერესს იჩენს ჩემპიონშიპის ბირმინგემ სიტიც. ფეხბურთელს სურვილი აქვს ელიტურ დივიზიონში ითამაშოს, თუმცა მზად არის ყველა წინადადება განიხილოს, მათ შორის ჩემპიონშიპის სხვა კლუბებისგანაც. აღნიშნულ ინფორმაციას Sunderland Echo ავრცელებს.

გიორგის სატრანსფერო ღირებულება 4-5 მილიონ გირვანქად ფასდება, ხოლო მისი ხელფასი კვირაში 25 ათასს შეადგენს. ეს თანხა შესაძლოა პრობლემა იყოს ზოგიერთისთვის, თუმცა პრემიერლიგის კლუბებისთვის არაა დიდი დაბრკოლება.

ჩაკვეტაძემ უოტფორდში 2023 წელს ბელგიური გენტიდან იჯარით დაიწყო, შემდეგ კი ინგლისურმა კლუბმა იგი სრულად გადაიბირა და კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა. გასულ სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა ჩემპიონშიპში 39 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ ეტაპზე ის ახალ სეზონს კვლავ უოტფორდში იწყებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები