გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის წარმატებული დებიუტი ლა ლიგაში

გააზიარეთ

ვილიარეალმა საკუთარ მოედანზე ოსასუნას წინააღმდეგ დაძაბულ შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვა. აღნიშნული მატჩი განსაკუთრებით გამორჩეული იყო გიორგი მიქაუტაძისთვის, რომელმაც ესპანეთში სადებიუტო გოლი შეაგდო.

ქართველი თავდამსხმელი თამაშის პირველივე წუთებიდან აქტიურად გამოიყურებოდა. 25-ე წუთზე შორეული დარტყმით გატანა სცადა, თუმცა ბურთი მიზანს ოდნავ აცდა. პირველ ტაიმში ოსასუნა კაცნაკლული დარჩა – მე-40 წუთზე მოედნიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი გააძევეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მაინც შეძლეს ლიდერობა: ანტე ბუდიმირმა ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში მარსელინოს გუნდმა ინიციატივა სრულად ჩაიგდო ხელში და უპირატესობა სწრაფადვე შედეგში გადაიტანა. 69-ე წუთზე მიქაუტაძემ თავური დარტყმით გაათანაბრა და კარიერის პირველი გოლი გაიტანა ვილიარეალის შემადგენლობაში. ცოტა ხანში ქართველს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, მაგრამ ახლო დარტყმა დარტყმა ზუსტი არ გამოდგა.

საბოლოოდ, მასპინძლებმა მაინც მოიპოვეს გამარჯვება. 86-ე წუთზე პაპე გეიემ ოსასუნას კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

მვილიარეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 10 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. მორიგ ტურში, 23 სექტემბერს, ვილიარეალი სევილიას ესტუმრება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები