გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ოთარ კიტეიშვილი – გამარჯვებისთვის მზად ვიყავით

გააზიარეთ

ევროპა ლიგის მეორე ტურში ავსტრიულმა შტურმმა საკუთარ კედლებში რეინჯერსი მიიღო და 2:1 დაამარცხა. გრაცელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ოთარ კიტეიშვილი გახლდათ.

ქართველმა ნახევარმცველმა გლაზგოელთა კარში მოხდენილი დარტყმით ლამაზი და როგორც შემდეგ გამოჩნდა გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. პირველ ტურში დანიურ მიდტიულანდთან წაგების შემდეგ, შტურმისთვის ეს გამარჯვება ორმაგად საჭირო გახლდათ.

ცხადია, მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც პირველი ტურის დაპირისპირება მამის გარდაცვალების გამო გამოტოვა და სამშობლოში იმყოფებოდა.

„ეს ჩემთვის ძალზედ ემოციური მომენტი იყო. ის, რომ მოედანზე თავიდანვე შესანიშნავი ატმოსფერო გახლდათ ამან ჩვენს თამაშზე დადებითი გავლენა მოახდინა. არ გვსურდა ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრები გაგვეწბილებინა.

გვჯეროდა რომ მოვიგებდით. თავიდანვე მთელი გუნდი ამ განწყობით ვიყავით. ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოვიგეთ, მეორეში კი რეინჯერსმა მდგომარეობა გამოასწორა და გოლიც გაგვიტანეს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. ეს ჩევნი მონდომებითა და ნებისყოფით შევძელით“ – აღნიშნა ოთარ კიტეიშვილმა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები