გამოგვიწერეთ

ხელბურთი

მიჯრით მეოთხე მარცხი

გააზიარეთ

ხელბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ 12 ივლისიდან თელავში 19 წლამდე გოგონათა შორის ევროპის B დივიზიონის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 10 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ცხადია საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

აშკარად ვერ ვიტყვით, რომ თელავის სპორტულ არენაზე ჩვენი გოგონების მატჩები ანშლაგით მიმდინარეობსო, თუმცა ტრიბუნაზე მყოფი ქომაგებიც და ფეისბუქის პირდაპირ რეჟიმში სტრიმის მაყურებელიც დიდად კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებოდა.

გიორგი გვაზავას შეგირდებმა ტურნირზე მეოთხე მატჩი გამართეს და მოგების გემო რა არის ჯერაც არ იციან. მატჩის ანგარიშის გათვალისწინებით, ქართველ ახალგაზრდა ხელბურთელებს სწორედ დღევანდელ მეტოქესთან გაუჭირდათ. კოსოვოს გუნდმა ჩვენი გოგონები 11 ბურთიანი სხვაობით 30:19 დაამარცხა.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ხელბურთი