გამოგვიწერეთ

ხელბურთი

კვლავ მოუგებლად – გოგონები ვერ ყოჩაღობენ

გააზიარეთ

თელავში, ხელბურთში მიმდინარე 19 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები კვლავ მოუგებელია.

საწყის ორ ტურში იტალიასთან და ბელგიასთან დამარცხების შემდეგ, მესამე მატჩში გიორგი გვაზავას გაწრთვნილი გუნდის მეტოქე დიდი ბრიტანეთი გახლდათ. ცხადია, ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებთან უპირობო მოგებას არავინ გეგმავდა, მაგრამ იმედი იმისა, რომ შინაურ კედლებში ჩვენი გოგონები ევროპის ჩემპიონატზე პირველ გამარჯვებას გაუსინჯავდნენ გემოს ნამდვილად გვქონდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ბოლო წუთამდე გადაწყვეტილი არაფერი იყო. ჩვენდა სამწუხაროდ, საბოლოოდ ფორტუნამ ბრიტანელებს გაუღიმათ და მათაც სამი ბურთის სხვაობით – 31:28 იმარჯვეს.

მომდევნო მატჩს საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები კოსოვოელი თანატოლების წინააღმდეგ 16 ივლისს გამართავენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ხელბურთი