გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

მოგება, წაგება და ორი ყაიმი

გააზიარეთ

ბათუმში მიმდინარე ფიდე-ს მსოფლიო თასის მესამე რაუნდში ოთხი ქართველი მოჭადრაკეა. შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე რეალური შანსი ერთ მათგანს აქვს, მაგრამ არც სხვებს დაუკარგავთ, რადგან წინ რაუნდის მეორე სათამაშო დღეა.

ნანა ძაგნიძე თეთრებით რუს ვალენტინა გუნინას ეთამაშა. ჩვენებურმა დებიუტშივე მიიღო უპირატესობა, რაც კარგად განავითარა. მეტოქე თავს კი იცავდა, მაგრამ 57-ე წუთზე ფარ-ხმალი დაყარა.

ლელა ჯავახიშვილი შავებით ასევე რუს პოლინა შუვალოვას ეთამაშა. მოწადრაკეებმა სწრაფად გაცვალეს მძიმე ფიგურები, უპირატესობა ვერც ერთმა ვერ მიიღო და 33-ე სვლაზე ყაიმზე შეთანხმდნენ.

ყაიმით დასრულდა მერი არაბიძისა და შვეიცარიის სახელით მოასპარეზე რუსის, პირველი მსოფლიო თასის მფლობელის, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ალექსანდრა კოსტენიუკის პარტიაც. აქ დებიუტში უპირატესობა ჩვენებურმა მიიღო, შემდეგ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ბოლოს წასაგებ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა, შემდეგ უხეშად კოსტენიუკი შეცდა და, საბალოოდ, ყაიმი.

დასანანი მარცხი განიცადა ბელა ხოტენაშვილმა. ქართველმა უკრაინელ მარია მუზიჩუკთან მოსაგები სიტუაცია მიიღო, მაგრამ ზედიზედ ორი უხეში შეცდომა დაუშვა და წასაგებ პოზიციაში თავად აღმოჩნდა, რის შემდეგ პარტია ვეღარ გადაარჩინა.

ეს წყვილები ერთმანეთს ხვალაც დაუპირისპირდებიან და გაირკვევა ვინ გააგრძელებს მსოფლიო თასისთვის ბრძოლას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჭადრაკი