გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

მუნდიალზე პირველი მეოთხედფინალისტები ცნობილია

გააზიარეთ

ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია – მაროკო საფრანგეთს ეთამაშება.

კანადა-მაროკო 0:3

0:1, 0:2 ოუნაჰი (50, 82); 0:3 რაჰიმი (90)

მაროკოელებმა ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელ კანადას ჰიუსტონში 3:0 მოუგეს. კანადელებმა პირველ ტაიმში უკეთესად ითამაშეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და დაისაჯნენ კიდეც.

აფრიკელები შანსს ელოდნენ და მეორე ტაიმში მიიღეს კიდეც – ჯარიმა მშვენივრად გაითამაშეს და ოუნაჰიმ ანგარიში გახსნა; მაროკომ მშვიდად თამაში განაგრძეს და 82-ე წუთზე ოუნაჰიმ დუბლი შეასრულა; საბოლოოდ წერტილი 90+8 წუთზე რაჰიმიმ დასვა – 3:0.

პარაგვაი-საფრანგეთი 0:1

0:1 მბაპე (70)

სამხრეთამერიკელები ყველანაირი ბინძური ხერხებით თითქმის 70 წუთი თავს იცავდნენ, მაგრამ საჯარიმოში დეზირე დუე წააქციეს და კილიან მბაპემ 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა.

მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ 19 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ახლა ფრანგი ერთით ჩამორჩება არგენტინელ ლეო მესის.

საფრანგეთი და მაროკო 9 ივლისს ითამაშებენ და ნახევარფინალში გასვლას შეეცდებიან. შეგახსენებთ, ამ გუნდებმა წინა მუნდიალზე სწორედ ნახევარფინალში ითამაშეს და მაშინ ფრანგებმა იმძლავრეს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები