გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ნორვეგია და ინგლისი მეოთხედფინალში ითამაშებენ

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სენსაციები არ აკლია, მაგრამ ფლეი ოფის სტადიაზე ტურნირს კიდევ ერთი ფავორიტი გამოეთიშა – ნორვეგიის ნაკრებმა ბრაზილია 2:1 დაამარცხა.

ვერ ვიტყვით, რომ სკანდინავიელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა არ დაიმსახურეს. ჰალანდი და კომპანია ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა, სტატისტიკურად მეტოქეს არაფერში ჩამორჩებოდა, გოლები კი, მათზე მეტი გაიტანეს.

დასაწყისში ნორვეგიელებს გოლი არ ჩაუთვალეს, რასაც საპასუხოდ ბრუნო გიმარაეშის გაცუდებული პენალტი მოჰყვა. ეს ყველაფერი 15 წუთში მოხდა. თითქოს უფრო სანახაობრივი თამაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ბოლო 20 წუტში მოხდა.

სკანდინავიელთა ორივე გოლი ჰალანდის ანგარიშზეა: პირველი თავით 79-ე წუთზე გაიტანა; მეორე 90-ზე – საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა; წინ მსაჯის მიერ კონპენსირებული 10 წუთი იყო და სწორედ ბოლო წუთზე ნორვეგიის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ნეიმარმა გოლად აქცია და მატჩიც მორჩა.

მეოთხედფინალში ნორვეგიის მეტოქე ინგლისი იქნება, რომელმაც მექსიკას 3:2 აჯობა.

ლეგენდარულ „აცტეკაზე“ თავიდან მეწსიკელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს ჯუდ ბელინგემმა დუბლი შეასრულა და ინგლისი ორი ბურთით დაწინაურდა. თუმცა, იქვე მექსიკამ კინიონესის გოლით უპასუხა და ინგლისმა ტაიმი 2:1 მოიგო.

53-ე წუთზე ბრიტანელთა მდგომარეობა დამძიმდა – მსაჯმა კუანსა გააძევა. თუმცა, მალევე პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს და ჰარი კეინმა 11 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა. ეს არ იყო ამ მატჩში ბოლო პენალტი – 69-ე წუთზე ხიმენესმა სხვაობა მინიმალური გახადა.

დარჩენილ დროში მხოლოდ მექსიკა უტევდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და ტურნირს დაემშვიდობა.

მეოთხედფინალში ინგლისი-ნორვეგიის მატჩი 12 ივლისს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები