გამოგვიწერეთ

სხვა...

ნუგ­ზარ წურ­წუ­მი­ას საფ­ლავ­ზე ავი­ტან ამ მედალს – ვახტანგ ლოლუა

გააზიარეთ

18 წლის ვახტანგ ლოლუამ საქართველოს ისტორიული ოქრო მოუტანა. ახალგაზრდა ფალავანმა ზაგრების მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (55 კგ) პირველი ადგილი დაიკავა.

ლოლუამ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც ჩინელი ხუოინ ში დაამარცხა. შემდეგ რუმინელ დენის ფლორინ მიხაის და თურქ მუჰამედ ჩაქირს სძლია. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირანელ ახმად ბალუტაკს დაძაბულ შეხვედრაში 9:7 აჯობა.

ლოლუა ხობიდან არის – იმავე ქალაქიდან, საიდანაც ნუგზარ წურწუმია. 2019 წელს სწორედ წურწუმიამ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა, რის შემდეგაც 6 წელი საქართველოს ამ სტილში ოქრო აღარ ჰქონია.

სოციალურ ქსელში გულშემატკივრებმა ემოციურად აღნიშნეს:

„ფენომენალური 18 წლის, ვახტან ლოლუა! სადებიუტო მსოფლიო! მსოფლიო ჩემპიონი! იგივე ქალაქიდან, იგივე საჭიდაო სკოლიდან – ნუგოსთვის იყო ეს! პირველი ზარი ამაყ დედასთან… ემოციის გარეშე ამ სიხარულის, სიამაყის და გამარჯვების ყურება უბრალოდ შეუძებელია. ჩვენ ახალი ვარსკვლავის დაბადების მომსწრე ვხდებით… მადლობა, ვახო ამ ემოციისთვის,“ – წერენ ახალგაზრდაზე.

ახალგაზრდა ჩემპიონმა გამარჯვება დაღუპულ მეგობარს, ნუგზარ წურწუმიას მიუძღვნა და ჟურნალისტებთან ემოციური კომენტარი გააკეთა:

„ძალიან გახარებული ვარ, შრომა დამიფასდა, მადლობა მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას და გულშემატკივარს. კარგ სპორტსმენთან მომიწია ფინალში შეხვედრა, კარგი ბიჭია და რთული იყო ჩემთვის, როცა გადამწყვეტი ბრძოლაა, ყველაფერი უნდა ჩადო, რომ გამარჯვებული ჩახვიდე შენს ქვეყანაში. მომავალში კიდევ ვეცდები, შრომას არ დავაკლებ, რომ შემდეგ ასპარეზობებზეც გამარჯვება მოვუტანო ჩემს ქვეყანას. პირველი, რასაც გავაკეთებ საქართველოში ჩასვლისას, ნუგზარ წურწუმიას საფლავზე ავიტან ამ მედალს,“ – განაცხადა 18 წლის ლოლუამ.

წყარო: Ambebi.ge

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად სხვა...