გამოგვიწერეთ

სხვა...

არის ოლიმპიური ლიცენზია

გააზიარეთ

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაც სადაცაა კარს მოგვადგება. რიგით XXV თეთრ ოლიმპიადას 6-22 თებერვალს იტალიური მილანო კორტინა უმასპინძლებს.

მანამდე კი სხვადასხვა სახეობებში სალიცენზიო ტურნირები გაჩაღებულა. ერთ-ერთი კი ფიგურულ ციგურაობაში ახლახანს პეკინში გაიმართა, სადაც წარმატებით გამოვიდა საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა.

ჩინეთის დედქალაქ პეკინში გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში 138.15 ქულა მიიღო, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 206.23 ქულა დაიმსახურია. ანასტასია გუბანოვა ამ მაჩვენებლით ვერცხლის მედალს დაეუფლა, რაც ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლადაც საკმარისი გამოდგა.

ამრიგად, საქართველოს ფიგურულ ციგურაობაში უკვე ლიცენზიების სრული კომპლექტი აქვს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად სხვა...