გამოგვიწერეთ

სხვა...

ოქრო მსოფლიო თამაშებზე

გააზიარეთ

მსოფლიო თამაშები არაოლიმპიურ სახეობებში ისეთივე მნიშვნელოვანი ფორუმია, როგორც სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ოლიმპიადა.

ჰოდა, ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე მსოფლიო თამაშებზე საქართველოს ჰიმნი თემურ სამხარაძემ ააჟღერა. ქართველმა ათლეტმა ძალისმიერ სამჭიდში ტრიუმფალურად იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

სამხარაძემ ჩაჯდომში 370 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო წოლჭიმში 225 დაძლია, 395 კილოგრამი ამოწია და სამჭიდის ჯამში დაგროვებული 990 კილოგრამით ოქროს მედალი მკერდზე დამსახურებულად ჩამოიკიდა.

აქვე ისიც დავძინოთ, რომ თემურ სამხარაძემ 2024 წელს ძალისმიერ სამჭიდში ნაჩვენები 1087,5 კილოგრამით ევროპის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სხვა...