გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

პეპ გვარდიოლა – ეპოქის დასასრული მანჩესტერში

გააზიარეთ

ფეხბურთში ძალიან იშვიათია ეპოქა, რომელმაც მთელი ლიგა შეცვალოს. სწორედ ასეთი იყო პეპ გვარდიოლას პერიოდი მანჩესტერ სიტიში. უცხოური მედიის ინფორმაციით, მისი წასვლა სიტიდან თითქმის გადაწყვეტილია, რაც თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ისტორიის დასასრულს ნიშნავს.

2016 წელს, როდესაც გვარდიოლა მანჩესტერში მივიდა, სიტი უკვე ძლიერი კლუბი იყო, მაგრამ პეპმა ნამდვილ საფეხბურთო იმპერიად აქცია. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი; ევროპის სუპერთასი; ექვსი პრემიერ ლიგა; ხუთი ლიგის თასი;

ყველაზე ისტორიული მომენტი 2023 წელი იყო, როდესაც სიტიმ ტრებლი შეასრულა – ერთ სეზონშო პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს იყო მომენტი, რომელმაც გვარდიოლას გუნდი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კოლექტივად აქცია.

მაგრამ პეპის მემკვიდრეობა მხოლოდ ტიტულები არ არის. მან შეცვალა ინგლისური ფეხბურთის სტილიც. ბურთის კონტროლი, მაღალი პრესინგი, მცველების შეტევაში ჩართვა –გვარდიოლას იდეებმა პრემიერ ლიგა სრულიად სხვა დონეზე აიყვანა. ბევრმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მის ხელში სიტიმ ფეხბურთი უფრო სწრაფი, ტექნიკური და ტაქტიკურად რთული გახადა.

როიტერი წერს, რომ გვარდიოლამ ინგლისური ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალა, ხოლო გარდიანმა მას „დინასტიის არქიტექტორი“ უწოდა.

ახლა მთავარი კითხვა – რა მოხდება სიტიში პეპის გარეშე? ბოლო წლებში კლუბი იმდენად იყო აწყობილი გვარდიოლას სისტემაზე, რომ მისი ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელი ჩანს. თუმცა რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ერთი რამ უკვე ნათელია – გვარდიოლამ მანჩესტერ სიტიში ისტორია დაწერა და საკუთარი სახელი ფეხბურთის უდიდეს მწვრთნელებს შორის სამუდამოდ დაამკვიდრა.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი