გამოგვიწერეთ

კალათბურთი

პერსონალურის გარეშე – შერმადინმა ლიგა მოგებით დაიწყო

გააზიარეთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო ტენერიფემ, სადაც გეცოდინებათ ჩვენებური გიორგი შერმადინი თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაც გახლავთ. ესპანური გუნდი პირველ ტურში იტალიურ ტრაპანის ესტუმრა და 84:78 დაამარცხა.

ცხადია, ტენერიფეს სასტარტო ხუთეულში იყო გიორგი შერმადინი. ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე თითქმის 23 წუთი გაატარა და გუნდს ცხრა ქულით და სამი მოხსნით შეეწია. საგულისხმოა, რომ შერმადინს არცერთი პერსონალური შენიშვნა არ მიუღია.

ტენერიფეს იტალიური ტრაპანის გარდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თურქული ტოფასი და ისრაელის ბნეი ჰერჟლია ჰყავს.

მეორე ტურში ესპანური გუნდი 14 ქოტომბერს შინაურ კედლებში ბნეი ჰერჟლიას დაუხვდება.

 

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი