გამოგვიწერეთ

ხელბურთი

პირველი გამარჯვების მოლოდინში

გააზიარეთ

სულ რაღაც ორიოდე ათეული წლის წინ თუ წარმოუდგენლად მოჩანდა, ახლა ნამდვილად არავის უკვირს, რომ საქართველო ამა თუ იმ სპორტის სახეობაში საერთაშორისო ტურნირებს, მათ შორის ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებს მასპინძლობს.

ამჟამად, ყურადღების ცენტრში ქალაქი თელავი და B დივიზიონში 19 წლამდე გოგონათა შორის კონტინენტის პირველობაა. სწორედ ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზესი კუთხის კოპწია ქალაქში მოიყარეს თავი ევროპის 10 ქვეყნის წარმომადგენლებმა და ერთმანეთს ბებერ კონტინენტზე საუკეთესოობას ეცილებიან.

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც გიორგი გვაზავაა ჯგუფში ორი მატჩის გამართვა უკვე მოასწრო და სამწუხაროდ ორივეში დამარცხდა. პირველ შემთხვევაში ჩვენმა ნორჩმა ხელბურთელებმა იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში 22:24 წააგეს, ხოლო მეორე დაპირისპირებაში ბელგიასთან ვერაფერს გახდნენ და 25:34 დათმეს.

მომდევნო მატჩს ქართველი ხელბურთელები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ხელბურთი