გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

პსჟ ხვიჩას კონკურენტით დაინტერესდა – ვარსკვლავური ტრანსფერი რეალიდან

გააზიარეთ

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ როდრიგო გოეში მადრიდის რეალს დატოვებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩაბი ალონსოსგან დიდ სათამაშო დროს ვერ იღებს და არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა.

ESPN იტყობინება, რომ როდრიგოს გადაბირებით ერთბაშად სამი ევროპული გრანდი დაინტერესდა – პსჟ, ლონდონის არსენალი და მანჩესტერ სიტი. ყველაზე აქტიურად როდრიგოს ტრანსფერისთვის ლონდონის არსენალი იბრძოლებს, რომელსაც მარცხენა ფლანგის გაძლიერება სატრანსფერო ფანჯრის დაწყებიდანვე სურს.

თავის მხრივ, იაქტიურებს პსჟ-ც, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემტევი ჰყავს, სიღრმის გაძლიერება მაინც სურს. ამას ემატება ისიც, რომ შესაძლოა ბრედლი ბარკოლამ კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს და პარიზელებმა ის გაყიდონ.

თუ როდრიგოს ტრანსფერი შედგა, მას კონკურენციის გაწევა ხვიჩა კვარაცხელიასთან მოუწევს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები