გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ოთარ კაკაბაძე: უნგრეთში მოსაგებად ჩამოვედით

გააზიარეთ

2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩს უნგრეთის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

მატჩის წინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა წევრმა, ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა.

ოთარ კაკაბაძე:

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ. ცუდად დავიწყეთ და ყველა მეტს ელოდება ჩვენგან. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და ამ მიზნისკენ სვლას ხვალინდელი მოგებით ვაპირებთ. ჩემი აზრით, წინა შეხვედრაშიც არ ვიმსახურებდით მარცხს.

რაც შეეხება ჩემს 80 მატჩს – დრო ძალიან სწრაფად გავიდა. დებიუტი 2015 წელს მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში თამაში ჩემი უდიდესი ოცნება იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამ ნიშნულამდე თუ მივიდოდი. ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვრჩები“.

უნგრეთი-საქართველოს მატჩი 2 ოქტომბერს, 22:45 წუთზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები