გამოგვიწერეთ

ქართული ფეხბურთი

რა არის ქეცბაიას მიზანი ანორთოსისში?

გააზიარეთ

ფამაგუსტას ანორთოსისმა თემურ ქეცბაია მთავარ მწვრთნელად კვლავ წარადგინა. ქართველი სპეციალისტი კლუბში მესამედ ბრუნდება და მედიის წინაშე უკვე ოფიციალურად წარდგა.

პრეზენტაციაზე ქეცბაიამ გულახდილად განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გუნდის მთავარი მიზანი კრიზისიდან გამოსვლაა და ტიტულებზე ფიქრი ჯერ ნაადრევია:

„მესამე დაბრუნებაა ჩემთვის ანორთოსისში. ეს კლუბი ჩემთვის მხოლოდ კარიერის ნაწილი არაა – აქედან დავიწყე მწვრთნელობა და ფეხბურთელის ოცნებაც ავიხდინე, როცა პრემიერლიგაში ვითამაშე. ბევრი წარმატება გვქონდა, ისეთი, რაზეც სხვებს არც კი უფიქრიათ. თუმცა ახლა რეალობა სხვანაირია – ტიტულებს ამ დროს ვერავის დავპირდები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდის გვერდით იყვნენ გულშემატკივრები, რადგან ანორთოსისი მხოლოდ კლუბი კი არა, ფამაგუსტელებისთვის დარჩენილი ერთადერთი სიმბოლოა, რომელიც ყველას გვაკავშირებს“, – აღნიშნა ქეცბაიამ.

მისივე თქმით, კლუბს სერიოზული სირთულეები აქვს გადასალახი:

„პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ პრობლემები ბევრია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ანორთოსისმა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლოს. კიპრალური ფეხბურთი შეიცვალა – დღეს ისეთი გუნდები, როგორიც პაფოსი და არისია, ფინანსური რესურსებით სერიოზულად სჯაბნიან სხვებს. ეს უკვე დიდი უპირატესობაა, რომელსაც კონკურენცია უჭირს ყველაზე ტრადიციულ კლუბებსაც კი.“

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიამ ანორთოსისში უკვე ორჯერ იხელმძღვანელა – 2005-2009 და 2019-2022 წლებში. მისი ხელმძღვანელობით ფამაგუსტელები 2008/09 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ, რაც კიპრალური ფეხბურთისთვის ისტორიული მიღწევა იყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ქართული ფეხბურთი