გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საბერძნეთი ევრობასკეტის ბრინჯაოსანია

გააზიარეთ

ევრობასკეტ 2025 დასასრულს მიუახლოვდა, მაყურებელმა კი ერთი მედალოსანის ვინაობა უკვე გაიგო.

ძალიან დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთი 92-89 დაამარცხა. მთელი მატჩი წინ ბერძნები იყვნენ და თითქოს ყველაფერი უპრობლემოდ უნდა დასრულებულიყო, თუმცა დასკვნით 2 წუთში ფინელებმა სიტუაცია შემოატრიალეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბერძნების მხრიდან მატჩის საუკეთესო კალათბურთელი იანის ანტეტოკუმპო იყო, რომელმაც 30 ქულა, 17 მოხსნა, 6 ასისტი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ფინელების მხრიდან გამორჩეული ასევე NBA-ს ვარსკვლავი ლაური მარკანენი გახლდათ, რომელმაც 19 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს 22:00 საათზე თურქეთი და გერმანია შეხვდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი