
საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლა. ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 2:2 დასრულდა.
როგორც ამხანაგურ მატჩებს ჩვევია, ვილი სანიოლიმ ექსპერიმენტებს მიმართა. ფრანგმა სპეციალისტმა სამი ცენტრალური მცველი დააყენა – გადრანი-ბერიაშვილი-ლოჩოშვილი. თუმცა, შეტევის დროს გადრანი მარჯვენა ფლანგზე წინ ადიოდა; ებრაელთა იშვიათი შეტევების დროს დროს კი, მარჯვენა ფლანგზე მამაგეიშვილი დგებოდა, მარცხნივ კი – წიტაიშვილი; ცხადია, შეტევის დროს ორივე მათგანი ფლანგის ნახევარმცველები ხდებოდნენ. საყრდენ ზონაში მექვაბიშვილი-გაგნიძის დუეტი იდგა, მათ წინ კიტეიშვილი; შეტევაში მიქაუტაძე ირჯებოდა, რომელსაც კვარაცხელია ეხმარებოდა.
მიუხედავად შემტევი შემადგენლობისა, სახიფათო მომენტების შექმნა გვიჭირდა. განსაკუთრებით ჭირდა ბურთის მიქაუტაძემდე მიტანა. კარში პირველად 36 წუთზე დავარტყით და ისიც სტანდარტულის შემდეგ – კვარაცხელიას კუთხურს ლოჩოშვილმა თავი შეაგება და ბურთი ხარიხას გაარტყა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ხვიჩამ უკვე საჯარიმოს გარედან მოზომილად დაარტყა და ანგარიში გახსნა.
ტაიმის ბოლოს ჩვენს გადავრჩით – მეტოქის სახიფათოდ დარტყმულს დებიუტანტი ბერიაშვილი გადაეფარა და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავედით.
მეორე ტაიმის საწყისი წუთები ებრაელების იყო. ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა კი არა, საჯარიმოდან ამოტანაც გვიჭირდა. 54-ე წუთზე ორი კაცით გადავედით და მიქაუტაძე-კვარაცხელიამ გოლი შექმნეს. ხვიჩამ მოხდენილი დარტყმით „დახატა“ – 2:0.
სანიოლიმ იქვე კიტეიშვილი დავითაშვილით შეცვალა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობა უცვლელი დარჩა. ბურთს ისევ მეტოქე აკონტროლებდა და გოლიც ლოგიკური იყო – შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი მექვაბიშვილისგან ასხლეტით ჩვენს კარში შევარდა. კიდევ ოთხ წუთში უკვე ანგარიში 2:2 იყო. ამჯერად ნახევარდაცვა და დაცვა ჩავარდა.
ისევ ცალკარა გაგრძელდა და კიდევ ხუთ წუთში ორჯერ გადავრჩით: მეტოქემ ჯერ კარს ორიოდე მეტრიდან ააცილა, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.
სანიოლი ჯიუტად აგრძელებდა არჩეულ სტრატეგიას და შეცვლებზე არც კი ფიქრობდა. მხოლოდ 75- წუთზე გააკეთა სამმაგი ცვლილება, მაგრამ თამაშის მიმდინარეობა დიდად ვერ შეცვალა. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და თამაშიც ფრედ მორჩა.
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 1 საათის agoჩელენჯ თასზე შავი ლომის კალენდარი ცნობილია
გააზიარეთშავი ლომი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის 2026-27 წლების სეზონს საქართველოში, უელსურ ოსფრიზთან მატჩით გახსნის....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სხვა...
/ 5 საათის agoRAF Georgia – ვარსკვლავთცვენა თბილისში
გააზიარეთ11 ივლისს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჭიდაობის ტურნირი ,,RAF Georgia” გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას ოლიმპიური...
ავტორი Giorgig -
სანაკრებო ტურნირები
/ 12 საათის agoსაფრანგეთი პირველი ნახევარფინალისტია
გააზიარეთ2026 წლის მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი საფრანგეთის ნაკრებია დიდიე დეშამის გუნდმა მეოთხედფინალში მაროკო 2:0 დაამარცხა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი