გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურები დაგეგმა

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს აგვისტოში დაგეგმილი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი 28 აგვისტოს მონტენეგროს დაუხვდება, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიას ესტუმრება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს ითამაშებს. ორივეს თბილისში: 19 აგვისტოს ლიბანს ეთამაშება და ეს შეხვედრა დახურული იქნება; აი, 23 აგვისტოს, ისრაელის ეროვნულ გუნდთან კი კარი ღია იქნება და მისი ნახვა გულშემატკივრებს შეეძლება.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩვემპიონატის კვალიფიკაციის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ექვსი ნაკრებია. ლიდერი ესპანეთია (5-1); მეორე ადგილზე ჩერნოგორიაა (4-2); უკრაინას, საბერძნეთსა და საქართველოს ერთნაირი მაჩვენებელი აქვს (3-3); პორტუგალია (2-4) კი ბოლო ადგილზეა.

ჯიკიჩის გუნდი მოტენეგროსთან, საბერძნეთთან და პორტუგალიასთან ექვს მატჩს ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი