გამოგვიწერეთ

კალათბურთი

16 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატს იწყებს

გააზიარეთ

საქართველოს 16 წლამდე საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. ტურნირს 7-15 აგვისტოს რუმინეთის ქალაქ ორადეა უმასპინძლებს და ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

ნიკა ბურჯანაძის შეგირდები C ჯგუფში ისრაელთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან მოხვდნენ და 7, 8, 9 აგვისტოს ასეთივე თანმიმდევრობით ეთამაშება.

A ჯგუფში პოლონეთი, სერბეთი, ლიეტუვა და რუმინეთი ითამაშებენ, B-ში – თურქეთი, იტალია, ლატვია და ჩეხეთი, ხოლო D-ში – გერმანია, საფრანგეთი, სლოვენია და ბელგია.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატზე 16 კალათბურთელი ითამაშებს: ანდრია ჭკადუა, ლუკა გაბისიანი, ლუკა ჩაველაშვილი, გიგა დუმბაძე, ნიკოლოზ მარკოიშვილი, ნიკოლოზ ჯანელიძე, ალექსანდრე ლეჟავა, ბუბა ალექსი კვასტიანი, მათე გაგნიძე, ცოტნე დგებუაძე, სანდრო კენდი, ლევან გაჩეჩილაძე.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი