გამოგვიწერეთ

ძიუდო

საქართველო ავსტრიაში 11 ძიუდოისტით ჩადის

გააზიარეთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მიმდინარე სეზონი არცთუ დამაჯერებლად დაიწყო. პარიზის გრანდ სლემზე ჩვენი გუნდი უმედლოდ დარჩა, ხოლო ტაშკენტის გრანდ სლემს 15-კაციანი გუნდით ეწვია და შედეგიანი მხოლოდ 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორია გამოდგა – ლაშა ბექაურმა ტაშკენტის გრანდ სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა.

6-8 მარტს ავსტრიაში ძიუდოში გრან პრის ტურნირი გაიმართება, სადაც საქართველოს ღირსებას 11 ქართველი სპორტსმენი დაიცავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე 66), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73), ზაურ დვალაშვილი (81), ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი (ორივე 90), ილია სულამანიძე (100), ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე +100); სოფიო სომხიშვილი (+78).

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ძიუდო