გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველო ნახევარფინალშია და მეტოქეს ელოდება

გააზიარეთ

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი ესპანეთთან 42:30 მოიგო და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა.

ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 10-10 ქულა ჰქონდათ და შემდეგე ტაპზე გასულნი იყვნენ, მაგრამ ინტრიგა ის იყო, ვინ იქნებოდა ნახევარფინალში მასპინძელი. პირველი ტაიმის შემდეგ ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო, მაგრამ მეორეში სიტუაცია შეიცვალა და ჩვენი პირველ ადგილით გასვლა დროებით საეჭვო გახდა.

ანგარიში ესპანელებმა საჯარიმო დარტყმით მეხუთე წუთზე გახსნეს, მაგრამ კიდევ ხუთ წუთში დერეფრნიდან აგორებული მოლი ვანო კარკაძემ ლელოთი დაასრულა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა. შესვენებამდე ლელოები დემე თაფლაძე და დავით ნინიაშვილიც გაიტანეს, აბჟანდაძემ ეს ორიც გარდასახა, ესპანელებმა კი ორი ჯარიმა გაგვიტანეს და ტაიმი 21:9 მოვიგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს და 23:21 დაწინაურდნენ. თუმცა, ცვლილებაზე შესულმა ბაჩუკი ჭუმბაძემ დაგვაწინაურა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

64-ე წუთზე სპანეთი კაცნაკლული დარჩა და ლელოთი ჯერ ლუკა მატკავა გამოირჩა, შემდეგ თაფლაძე დუბლი შეასრულა. მატკავამ ორივე გარდასახა და ნათელი გახდა, რომ საქართველო ამ მატჩს მოიგებდა – 42:23.

თამაშის მიწურულს კაცნაკლულნი უკვე ჩვენ დავრჩით და ესპანელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს. სულ ეს იყო და საქართველომ 42:30 იმარჯვა.

თუ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები