გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქალთა ნაკრებმა ხორვატია დიდი ანგარიშით დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა, რაგბი ევროპის კონფერენს დივიზიონის მეორე მატჩში ხორვატიის ნაკრებს 55:5 სძლია და უკვე ორი მოგება აქვს.

ჩვენმა გოგონებმა პირველ ოფიციალურ თამაშში შარშან რუმინეთს სტუმრად 43:0 მოუგეს, ახლა კი, ქალაქ სენჯიში, ხორვატებს 50 ქულის სხვაობით აჯობეს.

პირველი ტაიმი 29:0 დასრულდა. ლელოები ლიკა ხუფენიამ, კირა დანელიამ, თამარი მანაგაძემ, სალომე მაკასარაშვილმა და ანა კაპანაძემ გაიტანეს, ორი გარდასახვა კი ანა პოღოსიანმა შეასრულა.

მეორე ტაიმში კაპანაძემ დუბლი შეასრულა, ორი ლელო მანონი საღარაძემ მიითვალა, ერთიც ანა დათიაშვილმა. საღარაძემ სამი გარდასახა და საქართველომ 55:5 იმარჯვა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები