გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სლოტი: “კარში გიორგი იდგება თუ ალისონი, ეს უცვლელი მიზანია”

გააზიარეთ

ალისონ ბეკერის ტრავმის შემდეგ ლივერპულის მთავარი კიპერი გიორგი მამარდაშვილი გახდა. მან ტრავმირებული ბრაზილიელი ჯერ გალათასარაისთან შეცვალა, ხოლო ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ პირველივე წუთიდან კარში იდგა, თუმცა, სამწუხაროდ, ლივერპული ორივე შეხვედრაში დამარცხდა.

მატჩის შემდგომ მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, მედიასთან ქართველ მეკარეზეც ისაუბრა:

“ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, კარში ის იდგება თუ ალისონი, ჩვენი მიზანი უცვლელია – მეკარის თამაშში ჩართვა რაც შეიძლება ცოტაჯერ მოგვიწიოს, რაც ბოლო ხანებში, სამწუხაროდ, არ გამოგვდის.

გიორგის საუთჰემპტონთან ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა. პრემიერ ლიგაში დებიუტი რთულია, თუმცა ის გამოცდილი მეკარეა, ვალენსიაში დიდი ცოდნა დაუგროვდა, დღეს კი უკვე ჩვენთანაც ითამაშა. ის კარგ ადგილასაა”, – განაცხადა სლოტმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები