საქართველოს სუპერლიგაში ფლეი ოფი დაიწო და მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩებში მხოლოდ მასპინძლებმა მოიგეს.
რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა თსუ-მ მერვე ადგილზე გასული კსუ მიიღო და 85:74 დაამარცხა.
მატჩი დაძაბულობით უფრო მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის იყო. თამაში საკმაოდ ემოციური გამოვიდა და მსაჯებს არაერთი ტექნიკურის, არასპორტულისა და დისკვალიფიკაციის მიცემაც მოუხდათ.
პირველი ნახევარი საკმაოდ თანაბარი და საინტერესო გამოვიდა. პირველი პერიოდი ფრედ – 18:18 დასრულდა, მეორე კი კავკასიამ მინიმალური სხვაობით მოიგო და დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გავიდა – 38:37; მესამე პერიოდიდან ყველაფერი შეიცვალა. თსუ-მ კავკასიელთა დაცვა გაარღვია, რაშიც ლომის წილი თსუ-ს ლეგიონერ, კურვოსიე მაკკოლს მიუძღვის, რომელმაც პერიმეტრიდანაც დაბომბა მეტოქე და საჯარიმოდანაც.
მესამე პერიოდი უნივერსიტეტელებმა 25:12 მოიგეს, ბოლო პერიოდის წინ 12 ქულით დაწინაურდნენ და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. თამაში ისე ჩამთავრდა, კავკასიას მეტოქესთან მიახლოების შანსი არ მისცემია.
ზესტაფონში მარგვეთი 24 ქულით ამარცხებდა ტყიბულის ორბს, საბოლოოდ კი 98:78 მოუგო. მარგვეთმა გუნდურად ითამაშა. ჩავარდნა არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია და გამარჯვებაში თავისი წვლილი ყველამ შეიტანა.
ერთადერთი ნომინალური მასპინძელი ბათუმი იყო, რადგან აჭარული დარბაზი ამჟამად დაკავებულია, ზღვისპირელებმა მეტოქეს თბილისში უმასპინძლეს მიუხედავად და გორის ივერიონის 90:79 დაამარცხეს. გორელები ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდნენ შანსს, თუმცა ბათუმის გამოცდილებამ თავისი თქვა.
უცხო კედლების გარეშე მოუწია ასპარეზობა ქუთაისსაც, რადგან თელავს ზესტაფონში უმასპინძლა. მატჩი კახელებმა უკეთ დაიწყეს – პირველი პერიოდი მოიგეს და დიდ შესვენებაზეც მინიმალური უპირატესობით გავიდნენ – 47:46. თუმცა, მესამე პერიოდი თელავისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცა. ქუთაისელებმა ამ ათწუთეულში მეტოქე 35:14 გაანადგურეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტეს, ხოლო თამაში 96:79 მოიგეს.