გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი მეექვსე მოთამაშის ნომინაციაში დაასახელეს

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში გამოარჩიეს – ტორონტო რეპტორსის ქართველი კალათბურთელი  2025-26 წლების სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშეებს შორის დაასახელეს. ტრადიციულ გამოკითხვაში, რომელშიც მედიის ასი წარმომადგენელი მონაწილეობს, 26 წლის ქართველი ფორვარდი სამი ქულით მე-10 ადგილზე გავიდა.

მეექვსე მოთამაშის პრიზი, რომელიც ჯონ ჰავლიჩეკის სახელს ატარებს, დაწესებულია იმ კალათბურთელებისთვის, ვინც გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სათადარიგოთა სკამიდან ახერხებენ.

გამოკითხვაში, რომელშიც სულ 12 კანდიდატი მონაწილეობდა, მედიის სამმა წარმომადგენელმა სანდრო მესამე ადგილზე გაიყვანა.

გამარჯვებული კი, სან ანტონიოს მსუბუქი ფორვარდი კელდონ ჯონსონი გახდა, რომელმაც 404 ქულა მიიღო. ჯონსონი პირველ ადგილზე გამოკითხვის 63-მა მონაწილემ გაიყვანა, მეორეზე – 28-მ, ხოლო მესამეზე – ხუთმა. ისიც 26 წლის არის, რეგულარული სეზონის 82-ივე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ითამაშა და გახდა სპურსის პირველი მოთამაშე, ვინც გუნდს ერთ სეზონში 1 000 და მეტი ქულით სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარა. მეორე ადგილზე მაიამის მსუბუქი ფორვარდი ხაიმე ხაკეს-უმცროსი (331 ქულა) გავიდა, მესამეზე – დენვერ ნაგეტსის მცველი ტიმ ჰარდუეი-უმცროსი (45).

მამუკელაშვილმა ტორონტოს მაისურით რეგულარული ჩემპიონატში 79-ჯერ ითამაშა, მისი საშუალო სტატისტიკა კი, 22 წუთში 11,3 ქულა, 5 მოხსნა, 1,9 პასი, 0,8 ჩაჭრა და 0,5 დაფარება იყო.

ქართველი კალათბურთელი ტორონტოს ახლა ფლეი ოფში ეხმარება. კლივლენდ კავალიერსთან (105:112) მეორე ჯახში ორმაგი დუბლითაც გამოირჩა – 12 ქულა, 10 მოხსნა, მაგრამ გუნდს მაინც ვერ უშველა. ტორონტო კი სერიაში 0:2 ჩამორჩა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი