გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

სწრაფი რევანში – ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალშია

გააზიარეთ

რამდენიმე დღის წინ, ჩინეთში მიმდინარე ერთ-ერთ ჩელენჯერზე ბერნარდ ტომიჩმა ნიკოლოზ ბასილაშვილს ბდღვირი ადინა და ორ სეტში მარტივად მოუგო.

რევანში კი ისევ ჩინეთში, გაცილებით პრესტიჟულ ტურნირზე, შანხაის მასტერსზე სწრაფადვე შედგა. ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელ მეტოქეს სამ სეტში – 4:6, 6:3, 6:1 აჯობა და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა. იქიდან კი ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად პირველ სეტში მარცხისა არ გატყდა და გამოცდილ მოწინააღმდეგეს მატჩი შემოუტრიალა. განსაკუთრებით ფენომენალურად ქართველი ჩოგბურთელი მესამე გადამწყვეტ პარტიაში გამოიყურებოდა.

კვალიფიკაციის ფინალში ქართველი მეჩოგნის მეტოქე ამერიკელი ელიოტ სპიზირი იქნება, რომელიც რეიტინგში 128-ე პოზიციაზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი