გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა მაკდონალდი შეჭამა

გააზიარეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუს 250-იანი კატეგორიის ტურნირის 1/4 ფინალშია. ქართველ ჩოგბურთელს მისთვის მეტად უხერხული მეტოქე მაკენზი მაკდონალდი ჰყავდა, რომელთანაც ბასილაშვილს მკვეთრად უარყოფითი ბალანსი ჰქონდა – 0:4.

ადრე თუ გვიან ნავსი უნდა გატეხილიყო და ნიკოლოზს ამერიკელისთვის სადღაც მოეგო. ჰოდა, ეს სადღაც ჩენდუში დადგა. ბასილასვილმა მაკდონალდზე ყველა ჯავრი ერთიანად იყარა და ორ სეტში – 6:2, 7:6 მოუგო.

ამრიგად, ქართველი მეჩოგნე ჩენდუში წინ დამაჯერებლად მიიწევს და ვინძლო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ATP-ის ტურნირი კიდევ მოიგოს, თუმცა მანამდე ჯერ შორია.

ნახევარფინალში გადასასვლელად ნიკოლოზ ბასილაშვილი ლორენცო მუზეტისა და დინო პრიზმიჩს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი