გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი ძირითადშია – დაბრუნება ელიტაში

გააზიარეთ

რამდენიმე წლინი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ელიტაში ბრუნდება. ქართველმა ჩოგბურთელმა ეს უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოიპოვა. მან ჯერ ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი დაამარცხა, ხოლო შემდეგ მის გზას ამერიკელი ელიოტ სპიცირიც გაუყენა.

ჩვენებურმა მეჩოგნემ, კვალიფიკაციის ფინალში მეტოქეს ორ სეტში, ერთნაირი ანგარიშით – 6:4, 6:4 მოუგო. ბასილაშვილმა პირველ სეტში ერთი ბრეიქი განახორციელა და პარტიაც ლოგიკურ დასასრულამდე აუღელვებლად მიიყვანა.

რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ქართველი სტარტზევე ორი ბრეიქით დაწინაურდა, თუმცა სპიცირიმ ერთი უკან დაიბრუნა, მაგრამ მატჩის გადარჩენა მაინც ვეღარ შეძლო.

შანხაის მასტერსის ძირითადი ბადის მატჩები 1 ოქტომბერს დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი