გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ტორპედოს კრახი

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედოსთვის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულებულია. “რამაზ შენგელიაზე” გამართულ განმეორებით მატჩში იმერული კლუბი კვიპროსის ომონიასთან 0:4 დამარცხდა და ორი შეხვედრის ჯამში 0:5 წააგო.

მატჩი ტორპედომ აქტიურად დაიწყო. უკვე მე-2 წუთზე ვარლეი მეტოქის საჯარიმოში შეჭრა სცადა და წესების დარღვევით შეაჩერეს. ჯარიმა საშიში იყო, თუმცა ვლადიმერ მამუჩაშვილის დარტყმული ცოცხალ კედელს მოხვდა, ხოლო ირაკლი ბიძინაშვილის დამატება კარისკენ მივიდა, მაგრამ გოლი არ შედგა.

მე-9 წუთზე ქუთაისელთა დაცვამ იოვეტიჩს სივრცე მისცა, მაგრამ ოთო გოშაძემ მონტენეგროელი ვეტერანის დარტყმა მარტივად მოიგერია. მომდევნო წუთებში კვიპროსელები კიდევ ორჯერ დაემუქრნენ ტორპედოს კარს.

ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა. სენუ კულიბალის შორიდან ჩაწოდებულ ბურთს სტევან იოვეტიჩი გამოეხმაურა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ქუთაისელთა დაცვის ხაზი ამ ეპიზოდში აშკარად ჩავარდა.

მიუხედავად გატანილი გოლის შემდეგ ინიციატივის დაბრუნების მცდელობისა, ტორპედოს შეტევები უშედეგო იყო. პირიქით, 39-ე წუთზე ომონიამ კონტრშეტევით კვლავ შეძლო საფრთხის შექმნა.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო ცუდად.დაიწყო. 47-ე წუთზე ევანდროს პასით ვილი სემედუ მეკარესთან პირისპირ დარჩა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

63-ე წუთზე იოვეტიჩმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3:0 გახადა. 77-ე წუთზე სემედუმაც მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ ტაბლოზე 0:4 აისახა.

ქუთაისელებს გარკვეული მომენტები ჰქონდათ, განსაკუთრებით ბიორნ იონსენს. ჯერ 65-ე წუთზე ხარიხა შეარხია, შემდეგ კი 80-ე წუთზე ახლოს იყო გატანასთან, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს მიაღწია.

მეტოქის კარისკენ 8-ჯერ დაარტყა, თუმცა არცერთი არ იყო ისეთი, რომელიც სერიოზულ პრობლემას შექმნიდა კვიპროსელთა მეკარისთვის.

სამწუხაროდ, როგორც ტორპედო, ისე დანარჩენი სამი ქართული კლუბიც უკვე გამოეთიშა ევროტურნირებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სისტემურ პრობლემებს ქართულ ფეხბურთში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები