გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფიჯისთან მატჩამდე კოლელიშვილმა და ნარსიამ ისაუბრეს

გააზიარეთ

21 მაისს, საქართველოს 20 წლამდე ნაკრები, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.

მომავალ მატჩანთან დაკავშირებით უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ვიტო კოლელიშვილი და გუნდის კაპიტანი ლუკა ნარსია საუბრობენ.

ვიტო კოლელიშვილი:

„ვფიქრობ, საქართველოში ნაყოფიერი მზადება გავიარეთ და ყველა იმ კომპონენტზე ვიმუშავეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა. სამხრეთ აფრიკაშიც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვფიქრობ, ფიჯისთან სათამაშოდ მზად ვართ, დანარჩენი კი ხვალ გამოჩნდება.

ფიჯი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მათ უყვართ ბურთით არასტრუქტურული თამაში და ეს განსხვავებული გამოცდილება იქნება. აქედან გამომდინარე, ვეცდებით მეტოქეს სტრუქტურული და დაბალანსებული თამაში დავუპირისპიროთ. დიდი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასახული მონახაზი მაღალი ხარისხით შევასრულოთ.

ლუკა ნარსია:

„გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა. სამხრეთ აფრიკაში ოთხი დღის წინ ჩამოვედით და ადაპტაცია გავიარეთ. ასევე გავაანალიზეთ ფიჯის ძლიერი და სუსტი მხარეები. შედეგად, მაქსიმალურად ვეცდებით მათ ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ჩვენი მიზანია, რომ სამხრეთ აფრიკაში ყველა თამაში მოვიგოთ და ასევე, გამოვავლინოთ ის კომპონენტები, რაზეც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა ვიმუშაოთ.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ნაკრები