გამოგვიწერეთ

ნაკრები

20 წლამდე ნაკრები ფიჯისთვის დაირაზმა

გააზიარეთ

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკის 20 წლამდე საერთაშორისო სერიის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სერიის პირველ მატჩში საქართველო ფიჯის ერკინება. შეხვედრა ქეიფთაუნში, „სიტი პარკზე“ გაიმართება. ტურნირზე საქართველოსა და ფიჯის გარდა მასპინძელი სამხრეთ აფრიკა და ჩილე თამაშობენ. უმცროსი ბორჯღალოსნები 26 მაისს ჩილეს, ხოლო 30-ში „ჯუნიორ ბოკეს“ ეთამაშებიან. უმცროსი ბორჯღალოსნები, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკა და ფიჯი, საქართველოში გასამართ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

ფიჯისთან სამატჩო განაცხადში ხუთი ლეგიონერია, მათგან ოთხი პირველხაზელი: ბურჯები აჩი ნოზაძე და ლევან ეზიეშვილი თამაშს ძირითადში იწყებენ. ხოლო კვაჭი გიორგი აღნიაშვილი და ბურჯი გაბრიელ რაზმაძე მარქაფაში არიან. დამწყებთა შორისაა მეორეხაზელი ნიკა ჩხორთოლია.

სასტარტო შემადგენლობაშია მგეზავი მათე მახარაძე, რომელიც 2008 წელსაა დაბადებული და ამ ასაკში თამაში კიდევ ორი წელი ეკუთვნის. 2007 წელს არიან დაბადებული ნიკა ჩხორთოლია, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, გოგა უშვერიძე, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, დათა არობელიძე, ლუკა ტაბატაძე და ავთანდილ ზვიადაძე.

ფიჯისთან დასახელებული 23 მოთამაშიდან ექვსმა, 20 წლამდე მუნდიალზე შარშანაც ითამაშა: აჩი ნოზაძე, დავით არჩვაძე, ნიკა ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე, თემურ ძოძუაშვილი და დათა ახვლედიანი.

უმცროს ბორჯღალოსნებს ფიჯელ თანატოლებთან აქამდე სამჯერ უთამაშიათ და მეტოქე სამივეჯერ დაამარცხეს: 2015 წელს ალაფაზე 30:13, ხოლო 2019 და 2024 წლებში ჩემპიონატზე, – 12:8 და 40:36.

საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი:

ხაზი: დათა არობელიძე, ლუკა ტაბატაძე, დათა ახვლედიანი, ლეონიდე სალდაძე, ავთანდილ ზვიადაძე, მათე მახარაძე, თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: აჩი ნოზაძე, დავით არჩვაძე, ლევან ეზიეშვილი, გიორგი მეფარიშვილი, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე, ლუკა ნარსია, გიორგი ზაზაძე;

მარქაფა: გიორგი აღნიაშვილი, დაჩი ჭელიძე, გაბრიელ რაზმაძე, თორნიკე ტორაძე, პაატა ჩაკვეტაძე; გოგა უშვერიძე, დემეტრე დევდარიანი, ნიკა ხალვაში.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები