გამოგვიწერეთ

ჭადრაკი

ქართველი გოგონები მსოფლიოზე ყოჩაღობენ

გააზიარეთ

საქართველოს ქალთა ნაკრები შესანიშნავ ფორმაშია და მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში თამაშის უფლება პირველი ადგილით ვადამდე გაინაღდა.

დღეს ჩვენმა გოგონებმა ორი პარტია ითამაშეს და დღესაც ორივე მოიგეს. ამასთან, ტურნირის მთავარ ფავორიტებს.

თავიდან უკრაინას მოვუგეთ – 2.5:1.5. გამარჯვების ქულა  გუნდს ნინო ბაციაშვილმა მოუპოვა. ლელა ჯავახიშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ კი, საკუთარი პარტიები ყაიმით დაასრულეს.

მოგვიანებით ჩინეთის დრო დადგა – 3:1. ხოტენაშვილმა და არაბიძე იმარჯვეს, ხოლო  ბაციაშვილი და ჯავახიშვილი ყაიმს გამორჩნენ.

შეგახსენებთ, გუშინ, უზბეკეთი და ინდოეთი ერთნაირი ანგარიშით დავჯაბნეთ – 3.5:0.5. ბოლო ტურის წინ საქართველოს რვა ქულა აქვს და მეორედაგილოსან ჩინეთს სამი ქულით უსწრებს და პირველი ადგილი გაინაღდეს.

ხვალ ბოლო ტურია, რომელიც ჩვენთვის ფორმალობაა, ამიტომ არ არის გამორიცხული სამწვრთნელო გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება და ფრანგების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი დებიუტანტებსაც – 16 წლის ანასტასია კირთაძესა და 15 წლის კესარია მგელაძეს მისცეს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჭადრაკი