გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ქართულ ფეხბურთში ბაყაყების სამეფოა – ლევან სალუქვაძე

გააზიარეთ

Youtube-გადაცემის „საფეხბურთო სამართლის ექსპერტი“ სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე იყო. მან ღიად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ქართული გუნდები ევროტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევენ.

„ჩვენთან გეგმა და მართვის სისტემური მიდგომა პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ მთავარი პრობლემა სულ სხვაა – ჩემი აზრით, უბრალოდ არ არის ნება. საქმე იმაში კი არ არის, რომ უნდათ და ვერ ახერხებენ, არამედ პირდაპირ ვიტყვი – ბევრს არც უნდა გასვლა.

ფეხბურთში ჩვენთან თითქოს ბაყაყების სამეფოა – ბაყაყს თუ ჭაობს დაუშრობ და ოაზისად გადააქცევ, იქ ვერ გაძლებს, რადგან ჭაობში ყოფნა ურჩევნია, რომ იქიდან “იყიყინოს”.

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ – ბევრი პატიოსანი და გულანთებული ადამიანია, ფედერაციას საერთოდ არ ვეხები, მაგრამ ქართულ კლუბებში დიდ ნაწილს სწორედ ეს “ბაყაყური” მიდგომა აქვს – ურჩევნიათ იმ ძველ ჭაობში დაჯდომა და მცირე დივიდენდების მიღება. თუ ის ჭაობი გაქრება, ისინი უმუშევრები დარჩებიან და აღარავის დასჭირდებიან,“ – აღნიშნა სალუქვაძემ.

მისი თქმით, პრობლემები იწყება შეკრებების ორგანიზებიდანაც:

„ხდება ისე, რომ ვიღაც ბალკანელი 6 თვით ადრე თურქეთში იპოვის ნაკლებად სერიოზულ შეკრების ადგილს, იაფად გადაიხდის, შემდეგ კი სეზონის მოახლოებისას ფასს გაზრდის და ჩვენს კლუბებს სთავაზობს. ამ ფასთა სხვაობიდან, სავარაუდოდ, წილი რჩება იმ პიროვნებასაც, ვინც კლუბში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

მე რომ ვნახე, სად დადიან ჩვენი გუნდები შეკრებებზე, იმავე თანხით თავისუფლად მარბელაში წახვალ და ბაზელს, რაპიდს ან შტუტგარტს შეხვდები. მაგრამ ჩვენ თურქეთში მივდივართ და ვთამაშობთ ოლეკსანდრიასთან და გაუგონარ გუნდებთან. რატომ? იმიტომ, რომ ყველა კმაყოფილია – ისიც და ესეც… მერე კი ვბრუნდებით და სასწაულების მოლოდინი გვაქვს,“ – განაცხადა ჟურნალისტმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი