გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ქულა გრანდთან – არველაძე კმაყოფილია

გააზიარეთ

თურქეთის ჩემპიონატის VI ტურში ერთი მეტ-ნაკლებად სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. ფენერბახჩემ, რომელიც გალათასარაისთან და ბეშიქთაშთან ერთად თურქული ფეხბურთის მასშტაბით უდავო გრანდია ქაშიმფაშასთან ქულები დაკარგა – 1:1.

აღნიშნული მატჩისადმი ჩვენი ინტერესი კი შოთა არველაძის ფაქტორია, რომელიც გარკვეული პაუზის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა და სწორედ ქაშიმფაშას ავარჯიშებს.

საგულისხმოა, რომ არველაძის გუნდმა მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში ჩაატარა და ამის მიუხედავად ბოლომდე ბრძოლის შედეგად ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს.

მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო შოთა არველაძეც, რომელმაც შეგირდებს მადლობა გადაუხადა.

„ფენერბახჩე არა მხოლოდ თურქეთში, ევროპაშიც ყველასათვის ანგარიშგასაწევი გუნდია. უდავოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა და მიხარია, რომ ქულა ავიღეთ. მადლობა ბიჭებს, მთლიანად სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბს, ერთგულ გულშემატკივრებს.

მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ კაცი გაგვიძევეს და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. საბოლოოდ დამსახურებული ქულა ავიღეთ, თუმცა წინ გრძელი და მომქანცველი სეზონია“ – აღნიშნა ქართველმა სპეციალისტმა.

ქაშიმფაშა ამ ეტაპზე ხუთი ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შოთა და მისი გუნდი 28 სექტემბერს რიზესპორის წინააღმდეგ გამართავს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი