გამოგვიწერეთ

MMA

ღვინიაშვილის MMA-ში დებიუტი გერმანიაში შედგება

გააზიარეთ

საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი წევრი ბექა ღვინიაშვილი ახალ თავგადასავალს იწყებს – ქართველი სპორტსმენი MMA-ს სამყაროში დებიუტისთვის ემზადება.

ღვინიაშვილი ბრძოლას საერთაშორისო ორგანიზაცია IFC-ის ღონისძიებაზე ჩაატარებს, რომელიც 6 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ვიტლიხში გაიმართება. ღონისძიება სახელწოდებით IFC 22 ცნობილ მებრძოლებსა და დებიუტანტებს გააერთიანებს.

ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, როგორ წარიმართება ღვინიაშვილის დებიუტი – სპორტსმენი, რომელიც ძიუდოში თავისი აგრესიული სტილით გამოირჩეოდა, ახლა სრულად ახალი გამოწვევის წინაშე დგას.

ღვინიაშვილის MMA- ში დებიუტი, 3 ოქტომბერს, GFC-ს ორგანიზაციაში, თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა ბრძოლა არ შედგა.

ცნობისთვის, IFC გერმანიაში დაფუძნებული MMA-ს საკმაოდ პოპულარული ორგანიზაციაა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად MMA