გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ყაზაიშვილი: ნაკრებში დაბრუნება დიდი ბედნიერება იქნება

გააზიარეთ

ვაკო ყაზაიშვილი, ჩინეთის სუპერლიგაში ნამდვილად ბრწყინვალე სეზონს ატარებს. შანდუნ ტაიშანის შემტევი ნახევარმცველი ბოლო პერიოდში ფანტასტიკურ ფორმაშია და ზედიზედ შვიდ შეხვედრაში შედეგიანად ითამაშა. სეზონის განმავლობაში უკვე 22 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს, რაც მას არა მხოლოდ კლუბის, არამედ მთელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად აქცევს.

32 წლის ფეხბურთელი ჩინეთში ორჯერ დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშედ.

საქართველოს ნაკრებზე:

„ეროვნულ გუნდში ცხრა წელზე მეტი გავატარე და იქ ბევრი მეგობარი მყავს. დღემდე ვესაუბრები ბიჭებს, ხშირად ვჭორაობთ როგორც ფეხბურთზე, ისე ჩვეულებრივ თემებზეც. ძალიან მინდა ნაკრებში დაბრუნება, რადგან ეს ჩემთვის სამშობლოს საქმეა. ბოლოს დაახლოებით ორი წლის წინ ვითამაშე. თუ კიდევ მომეცემა შანსი, ნამდვილად უსაზღვრო ბედნიერება იქნება.“

ვაკო ყაზაიშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა. მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით 63 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. ნაკრებში ბოლოს 2022 წლის სექტემბერში, ერთა ლიგის მატჩში გიბრალტართან (2:1) გამოჩნდა. ამის შემდეგ ცნობილი სკანდალის გამო ვილი სანიოლმა მასზე აღარ გააკეთა არჩევანი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები