გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ყოველმან ხვიჩას მპოვნელმან – მოსვლა და წასვლა

გააზიარეთ

ოთარ ჭილაძეს გენიალური ნაწარმმოები აქვს, “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”. აქ ახალი ხასიათის ადამიანი იბადება, ვინც დასაბამი  მომავალ ცხოვრებას უნდა მისცეს. თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობით საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩვენი ახალი საფეხბურთო თავგადასავალი, მისი მომავალი უფრო ნათელი გამოჩნდა.

“კვარა” დროულად მოვიდა. ამას თავისი ფასი აქვს, ისევე როგორც დროულად წასვლას. რომელია უკეთესი, ლხინის სუფრაზე მოწინავე ადგილას მოექცე და გითხრან, თქვენი ადგილი უკანააო, თუ თავად შორს დაჯდე და გთხოვონ, წინ გადმოდიო. აფთონ სიხარულიძეს ბევრი უნახავს და წაუკითხავს, ჭკვიანი ხალხისგან გაუგია და იცის, გურამ კაშიას წასვლა პოზიტიურ ნოტზე უკეთესი იყო და არა ამ ფონზე ნელ-ნელა ჩაჩოჩება. რომ ეთქვა, ცოტაც და წავალო, რა მოჰყვებოდა, ისიც ვიცით – დარჩი, კაპიტანო, ჯერ ისევ გვჭირდებიო და თხოვნის მიუხედავად, წავიდოდა…

აქეთ ვილი სანიოლს უნდა, სულ გვიმტკიცებდეს, რომ მართალია. უფრო სწორად, არ უნდა აღიაროს შეცდომა და ისე გაითვალისწინოს. მუსიე ვილი, უმადურები მართლა არ ვართ, მაგრამ გასული სეზონის შემდეგ დონარუმა პსჟ-ში რომ არ დარჩებოდა, წარმოვიდგენდით? წარსულის მოგონებებითა და დამსახურებით აღარ ცხოვრობენ. ჰოდა, თუ მეტი გსურს, მეტი დაგვანახე. კვარაცხელია, მიქაუტაძე და დავითაშვილი უმწვრთნელოდაც რომ შეუტევენ, დარწმუნებულები ვართ, ტაქტიკა გვინდა, მათი საუკეთესო თვისებები რომ დაგვანახონ.

ისე, სხვისი ამბების გასარჩევად სად გვცალია, მაგრამ ამ მონტელასაც აშკარად თურქების კარგი თაობა ჩაუვარდა ხელთ და ცოტას ყელყელაობს კიდეც. ბულგარელთა დამრიგებელმა კი, გვარს არ დავასახელებ, ჩვენი ერთი ექსმწვრთნელი გაგვახსენა – კვარაცხელიები არ მყავს და როგორ მოვიგოო.

ასეა თუ ისე, ესპანეთის ნაკრები ცოტა სხვაგანაა და დანარჩენში უიმედო აუტსაიდერები არც თურქთთან თბილისური მარცხის შემდეგაც არ უნდა ვიყოთ…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი