გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელია: “ჩემი ესპანეთთან თამაში ამაზეა დამოკიდებული”

გააზიარეთ

თორნიკე შენგელიამ ნაკრების მოსამზადებელი შეკრება თითქმის სრულად გამოტოვა და ნაკრებს მხოლოდ კვიპროსში შეუერთდა, მიზეზი კი კაპიტნის ტრავმა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიას გულის არითმიის გამო ესპანეთთან თამაში სარისკოა, რის გამოც შეიძლება ჯგუფის ფავორიტთან თორნიკეს გარეშე მოგვიწიოს ასპარეზობა. ამ საკითხზე თავად კაპიტანმა ისაუბრა:

“რაც შეეხება ჯანმრთელობას, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. ჩემი თამაში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებ ფორმაში შესვლას დარჩენილ დროში, რადგან არ მინდა, გუნდს ზედმეტ ტვირთად დავაწვე, ფორმაში საერთოდ არ ვარ.

ბოლო ორი კვირაა საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია, ვერ ვვარჯიშობდი, რადგან აკრძალული მქონდა. ხვალინდელ თამაშამდე მხოლოდ სამჯერ ვარჯიში მოვასწარი. ვცდილობ, მზადყოფნაში ვიყო, რომ საქართველოს დავეხმარო.

რაც შეეხება ესპანეთს, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ”, – განაცხადა თორნიკემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი