გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კავკასიამ ევროტურნირი მარცხით დაიწყო

გააზიარეთ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ევროპის ჩრდილოეთ საკალათბურთო ლიგაში მარცხით მოიწყო. თუმცა, მარცხის მიუხედავად, კსუმ ხორვატიაში, ადგილობრივ დუბრავასთან ბოლომდე იბრძოლა. მეტიც, მატჩის საწყისი 35 წუთის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ბოლო წუთებზე 82:87 წააგო.

მატჩი კავკასიას უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი 26:18 მოიგეს; მეორე პერიოდში დუბრავამ (28:20) უკეთ ითამაშა და დიდი შესვენებისთვის ანგარიში გათანაბრდა – 46:46; მესამე მეოთხედის შემდეგ კავკასია (64:59) კვლავ დაწინაურდა, მაგრამ დუბრავამ ბოლო წუთებში თამაშის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში ყველაზე შედეგიანი ტომი ლუისი  გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა; 14 ქულითა და 6 მოხსნით გამორჩეული აკაკი დვალიშვილი იყო; გიორგი ტურძილაძემ შეხვედრა 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა; სტეფან რაიტმა გუნდს 11 ქულა მოუტანა; ლუკა მაზიაშვილმა 8 ქულა და 8 პასი მიითვალა.

ევროპის ჩრდილოეთის ლიგის მომდევნო მატჩში კავკასია ლიეტუვურ იონავას ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი