გამოგვიწერეთ

ნაკრები

ცნობილია – ვინ გახდა პოლონეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო – ქართველებმა პოლონეთი მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხეს!

ქართველების მხრიდან გოლების გატანა ნოდარ ლომინაძემ და ვასილ გორდეზიანმა შეძლეს, მატჩის მიწურულს კი ლუკა ხარატიშვილმა საოცარი სეივით გუნდი ფრეს იხსნა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მაისურაძე დასახელდა. ქართველმა განაპირა მცველმა თავი დაცვაში კარგი გარჯითა და შედეგიანი პასით დაგვამახსოვრა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები