გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია როდის შეუერთდება კიტეიშვილი შტურმს

გააზიარეთ

გრაცის შტურმის მთავარი მწვრთნელი იურგენ ზაუმელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ვარაუდობს, რომ ოთარ კიტეიშვილი ევროპა ლიგის მეორე ტურში რეინჯერსის წინააღმდეგ უკვე მოედანზე იქნება.

მწვრთნელმა ავსტრიულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართველი ნახევარმცველის დაბრუნება თავად ფეხბურთელმა ტელეფონით დაუდასტურა.

„სამწუხაროდ, ოთარს საქართველოში პირადი მიზეზის გამო წასვლა მოუწია. მამის გარდაცვალების გამო კლუბს ნებართვა სთხოვა, რომ სახლში დაბრუნებულიყო და დანიაში შეხვედრაში ვერ დაგვეხმარა. ბუნებრივია, ასეთი ვითარების დროს მხოლოდ ოჯახია პრიორიტეტი და ჩვენც სრული მხარდაჭერა გამოვუხატეთ. ვუთხარით, რომ საჭირო დრო დაეხმარა. ახლა უკვე ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მომდევნო მატჩისთვის, რომელიც ‘რეინჯერსის’ წინააღმდეგ იქნება, დაბრუნებას აპირებს. თავადაც მითხრა, მზად ვიქნები და გუნდთან ერთად ვიქნებიო. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია „შტურმისთვის“ და მისი არყოფნა ნამდვილად იგრძნობოდა“, – განაცხადა ზაუმელმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში გამართულ რვა თამაშში ხუთი გოლი აქვს გატანილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები