გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ჯინჯოლავამ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

გააზიარეთ

იბერია 1999-ის კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა, ლარნესთან მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმიან.

გიორგი ჯინჯოლავა:

„გუშინდელ კომენტართან დაკავშირებით მინდა მცირე განმარტება გავაკეთო. ჩემი სიტყვები ემოციით იყო ნათქვამი და ვხვდები, რომ ტონი ზედმეტად მკვეთრი გამომივიდა.

ჩემმა ფორმულირებამ გულწრფელი გულშემატკივარი გაანაწყენა, ამისთვის ბოდიშს ვიხდი.

განსაკუთრებული მადლობა კი მათ, ვინც რთულ მომენტშიც ჩვენს გვერდით იდგა, გვამხნევებდა და გუშინ თავისი გულშემატკივრობით ეს გამარჯვება ჩვენთან ერთად იზეიმა. მეც და მთელი გუნდი ამას ძალიან ვაფასებთ, მადლობა! გილოცავთ“.

შეგახსენებთ, იბერიამ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილო ირლანდიური ლარნე ორი მატჩის (0:0; 2:1) დაამარცხა და მინიმუმ კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. მანამდე კი, ევროპა ლიგის ფლეი ოფში ითამაშებს, სადაც მეტოქედ რეინჯერსსა და იაგელონიას ორდუელიან ჯახში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი შინ იაგელონიამ 2:1 მოიგო.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ევროტურნირები